ბიზნესი

რუხაძე: ლიბერთი ბანკის მფლობელები მე და ჩემი პარტნიორები ვიქნებით

რუსთავი 2

ლიბერთი ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი მალე Hunnewell Partners გახდება, რომლის მმართველი პარტნიორი პატარკაციშვილების ოჯახის მრჩეველი ირაკლი რუხაძეა. რუხაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები ცოტა ხანში დასრულდება. 

“მოლაპარაკებები მიდის, ჩვენ ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს იმ ჯგუფთან, რომელმაც უნდა მოგვყიდოს ლიბერთი ბანკი, თვითონ ამ ჯგუფს უჩივლეს ლონდონში, მაგრამ იმედი მაქვს რომ ძალიან სწრაფად დასრულდება პროცესი. თანხის ნაწილი ჩვენ გადახდილიც გავქვს და ამიტომ ამ გარიგებას დავამთავრებთ. მე იმედი მაქვს რომ თვე-თვენახევარში დასრულდება პროცესი. ლიბერთი ბანკის მფლობელი ვიქნები მე და ჩემი პარტნიორები. კერძოდ, Hunnewell Partners , რომელიც ჩემი კომპანიაა, მე ვარ იქ ძირითადი მფლობელი, მაგრამ მყავს სხვა პარტნიორებიც”, – განუცხადა ირაკლი რუხაძემ ბიზნესკონტაქტს.

Hunnewell Partners, სხვა ინვესტორთა ქონებასთან ერთად, პატარკაციშვილების აქტივებსაც განკარგავს. კომპანია ბიზნესებს აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, ბალკანეთის ქვეყნებში, უკრაინასა და საქართველოში ფლობს. საქართველოში კომპანიის აქტივებში შედის: ბორჯომი, ტვ იმედი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.

 

კომენტარები