ბიზნესი

ამაზონმა საკულტო Metro-Goldwyn-Mayer-ი $8.45 მილიარდ დოლარად იყიდა

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძველი კინოსტუდია, Metro-Goldwyn-Mayer-ი, $8.45 მილიარდ დოლარად გაიყიდა

ამაზონის სამაუწყებლო სერვისების გიგანტს, Amazon Prime-ს ეს შენაძენი უზარმაზარი, ახალი ბაზის ათვისების საშუალებას მისცემს. ცნობისთვის, MGM სტუდია ისეთი საკულტო ფილმების შემქმნელია, როგორიცაა, მაგალითად, ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან.

ამ შესყიდვის შედეგად, Amazon Prime-ის კინოთეკას 4 000 ფილმი და 17 000 სატელევიზიო შოუ დაემატება, მათ შორის, მხევლის წიგნი.

შესყიდვის დასრულებამდე, შეთანხმება საბაზრო რეგულატორების მიერაც უნდა შეფასდეს, რაც, უმეტეს წილად, ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან ამ გაერთიანების შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. ამაზონისთვის ეს შესყიდვა სიდიდით ნომერი მეორეა – 2017 წელს ტექგიგანტმა Whole Foods Market-ი $13.7 მილიარდ დოლარად შეიძინა.   

კომენტარები