ბიზნესი

ქართული სტარტაპი – Pulsar AI – რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად გაიყიდა

Forbes Georgia

ქართული სტარტაპი – Pulsar AI –  ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar- მა იყიდა. გარიგების თანხა ათეულობით მილიონი დოლარია. 

ჯერჯერობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართული მაღალტექნოლოგიური სტარტაპი გლობალურ ბაზარზე წარმატებით გავიდა. ამავე გარიგების შედეგად მოხდება Pulsar AI-ის ტექნოლოგიების ინტეგრირება SpinCar-ის პლატფორმაზე და პულსარის ყველა დასაქმებული განაგრძობს ტექნოლოგიის განვითარებას გლობალური კომპანიის გუნდთან ერთად.

Pulsar AI-მა შექმნა დიალოგების ავტომატიზაციის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ყველაზე მაღალი დონის პლატფორმა ავტომანქანის დილერებისთვის. ქართული სტარტაპის ავტომატური კომუნიკაციის გადაწყვეტილების ინტეგრირება SpinCar-ის ინდუსტრიის ციფრული გაყიდვების ლიდერ პროდუქტებთან მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის მიერ დილერებისათვის შეთავაზებულ სერვისებს, რაც ხელს უწყობს მეტი მომხმარებლის ინტეგრირებას ონლაინ გაყიდვებში.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2018-2019 წლებში სტარტაპი Pulsar AI ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეგიდით განხორციელებული 100 000 ლარისა და 650 000 ლარის ოდენობით თანადაფინანსების გრანტების გამარჯვებულია.

კომენტარები