საკონსტიტუციო სასამართლო

უზენაესი სასამართლო დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს აირჩევს

უზენაესი სასამართლო დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს აირჩევს. კანდიდატურებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი 12:00 საათზე განიხილავს. სხდომა მედიისთვის დახურული იქნება.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს - გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას - უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება. ოთხი მოსამართლიდან ერთი პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი - უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორი კი - პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მისი კვოტით განსაზღვრულ ადგილებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე უკვე დანიშნა.

კომენტარები