შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი ადიგენისა და მოხის შემთხვევებზე: კონფლიქტები ოჯახშიც ხდება

ეს არის ისეთი კონფლიქტი, რომ გასატანი არაა არსად. მეზობლებში ხდება, ოჯახში ხდება - გუშინ ჩემს უფროს ბიჭთან საკმაოდ კარგად ვარჩევდით მე და ჩემი მეუღლე, რაღაცები არ მოგვწონდა. ნორმალურია ეს. არაა ის, რასაც გვაჩვენებდნენ ჩვენ. რომ მასიური დაპირისპირება იყო - მეჩეთი, ერთი ნაპირიდან ხალხი იყო მოსყიდული, მეორე ნაპირიდან ხალხი იყო მოსყიდული. აჩვენებდნენ მთელს მსოფლიოს, როგორი ველურები არიან ქართველები. რომ მართლმადიდებლური რელიგიის გარდა, აქ სხვა რელიგია არ ესმით, არავითარი ტოლერანტობა არ აქვთ და მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას ხელეწიფება, რომ ეს ხალხი ჭკუაზე მოიყვანოს.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში - "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან". ცნობისთვის, სოფელ მოხისა და ადიგენის შემთხვევები ძველი მეჩეთის დემონტაჟსა და სასაფლაოსთან დაკავშირებულ დავას ეხება.

კომენტარები