შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი მოხისა და ადიგენის შემთხვევებზე: ეს კონფლიქტი არაა გასატანი არსად

ტაბულა

დღევანდელ გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს მუსლიმებთან დაკავშირებული სოფელ მოხისა და ადიგენის შემთხვევები შეახსენეს. ივანიშვილი თვლის, რომ ეს კონფლიქტი გარეთ გასატანი არ არის.

"ეს არის ისეთი კონფლიქტი, რომ გასატანი არაა არსად. მეზობლებში ხდება, ოჯახში ხდება - გუშინ ჩემს უფროს ბიჭთან საკმაოდ კარგად ვარჩევდით მე და ჩემი მეუღლე, რაღაცები არ მოგვწონდა. ნორმალურია ეს. არაა ის, რასაც გვაჩვენებდნენ ჩვენ. რომ მასიური დაპირისპირება იყო - მეჩეთი, ერთი ნაპირიდან ხალხი იყო მოსყიდული, მეორე ნაპირიდან ხალხი იყო მოსყიდული. აჩვენებდნენ მთელს მსოფლიოს, როგორი ველურები არიან ქართველები. რომ მართლმადიდებლური რელიგიის გარდა, აქ სხვა რელიგია არ ესმით, არავითარი ტოლერანტობა არ აქვთ და მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას ხელეწიფება, რომ ეს ხალხი ჭკუაზე მოიყვანოს", - თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, "კიდევ იქნება რაღაც გამოვლინებები, მაგრამ ეს არ არის ისეთი ფონი, რასაც ქმნიდნენ და გვაჩვენებდნენ".

სოფელ მოხისა და ადიგენის შემთხვევები ძველი მეჩეთის დემონტაჟსა და სასაფლაოსთან დაკავშირებულ დავას ეხება.

კომენტარები