სტამბოლში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა 40 პირი დააკავეს. ორმოცივე დაკავებული უცხოელია. მათ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირი ედებათ ბრალად.
სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, დაკავებულები აზერბაიჯანის, ირანის, ერაყისა და ავღანეთის მოქალაქეები არიან. მათივე ცნობით, დაკავებულთა ნაწილი სირიაში, კონფლიქტის ზონაში რამდენჯერმე იყვნენ დაფიქსირებულები.
ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში, პოლიციამ სტამბოლში, 23 საცხოვრებელ სახლში ჩაატარა ჩხრეკა.





