საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთავი 2-ის დირექტორის ნიკა გვარამიას და პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნებას ამაზრზენ ფაქტად აფასებს. მარგველაშვილი ასევე ამბობს, რომ "ამაზრზენი და უხერხემლო" არის ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ თავს უფლებას აძლევს განიხილოს და განსაჯოს მსგავსი საუბრების შინაარსი.
"ჩვენ პრინციპულად უნდა გვეზიზღებოდეს ასეთი ფაქტები. საზოგადოებისთვის ამაზრზენი უნდა იყოს ამასთან რაიმე შეხება. ჩვენ ამასთანავე ნაბიჯიც უნდა გადავდგათ და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია იმ პოლიკოსებისადმი, რომლებიც აი ამ ჩანაწერებს, აი ამ სიბინძურეს, აი ამ ლაფს და საზიზღრობას თავის სასაუბროდ აქცევენ. მოდით ეს პოზიცია დავუფიქსიროთ იმ უხერხემლო პოლიტიკოსებს, რომლებსაც საუბარი ვერ აუწყიათ ამ სიბინძურის მოხსენიების გარეშე." - ტელეკომპანია პირველის ეთერში ამბობს მარგველაშვილი.
მარგველაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს არ დაუჭიროს მხარი იმ პირებს, ვინც მსგავსი ჩანაწერების შინაარსის შეფასებაში შედიან.
"ადამიანი, რომელიც ამ ჩანაწერით რამე აპელირებას გააკეთებ და იტყვი, აი ნახეთ თურმე რას ამბობენ და სად გამოჩნდა სიმართლე, შენ არ ხარ მორალურად ღირსი, რომ ამომრჩეველი გენდოს. ადამიანები, რომლებიც ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ იმას კი არ ამბობენ, რომ მე ამას არ განვიხილავ, არამედ ჩადიან დეტალებში, სხდებიან დებატებზე და საზოგადოებას უზიარებენ ამ ჩანაწრებეიდან გამომდინარე რაღაც დასკვნებს არიან ამორალურები. პოლიტიკოსები, რომლებიც განიხილავენ ფარულ ჩანაწერებს და აკეთებენ დასკვნებს ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნებიან საზოგადეობისთვის ვერც მაგალითი და ვერც მხარდაჭერის ობიექტი", - ამბობს პრეზიდენტი.
პრეზიდენტს არ სჯერა, რომ უცხოური საიტი, რომელმაც ჩანაწერი გამოაქვეყნა არ იყო ამ ჩანაწერის ავტორი, არამედ მის უკან იდგეგნ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თავის გამჟღავნების ეშინიათ.
"ამ სიბინძურის ავტორები ვერც ბედავენ თავის თავი აჩვენონ, არამედ რაღაცნაირად დამალულად სხვა და სხვა წყაროებით ავრცელებენ და ამით საზოგადოებაზე ცდილობენ ზეწოლას ამის წინააღმდეგ ყველა უნდა გავვერთიანდეთ", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ვინც აქტიურად დაიწყო ამ ჩანაწერის შინაარსის განხილვა ყოფილი უფლებადამცველი და ქართული ოცნების ათეულის წევრი თამარ ჩუგოშვილი იყო.





