საოკუპაციო ხაზი

საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული არასრულწლოვანი გაათავისუფლეს

radiotavisupleba.ge

საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული არასრულწლოვანი, 17 წლის ჯონი ჩოჩიშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნეს. ე.წ. მესაზღვრეებმა ჩოჩიშვილი ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მოტივით მაშინ დააკავეს, როდესაც ის სკოლოდან სახლში ბრუნდებოდა. ოჯახის წევრებმა გატაცებულთან დაკავშირება მას შემდეგ სცადეს, რაც მან სკოლიდან დაბრუნება დააგვიანა.

"დავურეკეთ, სკოლიდან მოსვლა რომ დააგვიანა. დაახლოებით 6-ის ნახევარი იქნებოდა, როდესაც დავუკავშირდით, რუსებმა გვიპასუხეს, გვკითხეს, რამდენი წლის იყო ჯონი, დაბადების თარიღი და წელი. მერე სხვა აღარაფერი გაგვიგია ამაზე. როგორც ჩანს, გზა აერია, არ იცოდა, სად გადის ეს ე.წ. საზღვარი" - ამბობს გატაცებულის და.

დაკავებულის გასათავისუფლებლად ე.წ. მესაზღვრეებმა ჯარიმა არ მოითხოვეს. 

კომენტარები