ტერორიზმი

პაკისტანის ერთ-ერთ მეჩეთში მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა

EPA

პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა პაკისტან-ავღანეთის საზღვართან ახლოს, მეჩეთში აიფეთქა თავი.

ადგილზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს, სამაშველო ოპერაციები.

ჯერჯერობით ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, პაკისტანში მსგავსი ტერაქტების უკან, ძირითადად, დაჯგუფება თალიბანი დგას ხოლმე.

კომენტარები