დიდი ბრიტანეთის მთავრობამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საკუთარი საელჩო, უსაფრთხოების მიზნით, 1 დღით დახურა.
"ბრიტანეთის საელჩო ანკარაში დაიხურება 16 სექტემბერს, პარასკევს, უსაფრთხოების გამო", - წერია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ იმოგზაურონ სირიის საზღვრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დიარბაქირამდე 10კმ-ის ფარგლებში.
გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობამ გაავრცელა თურქეთის რუკა ბრიტანელი ტურისტებისთვის, რომელზეც აღნიშნულია, თუ სად შეიძლება, სად არ შეიძლება მოგზაურობა, და ტერიტორია, სადაც მოგზაურობამდე სპეციალური რჩევების გაცნობაა აუცილებელი.
ცოტა ხნის წინ, მსგავსი ნაბიჯი გადადგა გერმანიამაც, რომელმაც თურქეთში, ყურბან-ბაირამის დროს საელჩო, საკონსულოები და სკოლა დახურა, ტერორიზმის პოტენციური საფრთხის გამო.





