შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: გადატრიალებისთვის მზაობები ენმ-ს ჩემი პრემიერობის დროსაც ჰქონდა

რა თქმა უნდა, რომ მათ [ნაციონალურ მოძრაობას] ამის [დესტაბილიზაციის] დიდი სურვილი გააჩნიათ. 2012 წლის გამარჯვების შემდგომ, მათ იმ წუთშივე, ექვს თვეში უნდოდათ უკვე გადატრიალება და ამისთვის მზაობები რამდენჯერმე ჩემი პრემიერობის დროსაც [ჰქონდათ]. გახსოვთ, კანონმდებლობა როგორ შევცვალეთ, პრეზიდენტს რომ ჰქონდა რაღაც გადაჭარბებული უფლებები და მაშინაც კარგი ტრიუკები ჩავუტარეთ სხვათაშორის, მაგათ გუნდს, როგორ მოვაცემინეთ ხმა, რომ ამ კანონმდებლობას ისე ვერ ვცვლიდით ნაცების მხარდაჭერის გარეშე და ბოლო წუთამდე კარგად ვათამაშეთ და ბოლო წუთს თვითონ იყვნენ გაოგნებულები, როგორ დავუჭირეთ მხარიო.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციაზე შს მინისტრის და პრემიერის განცხადებების შესახებ. ივანიშვილი რეგიონულ მედიას და მოსახლეობას ამჯერად რაჭა-ლეჩხუმში ხვდება.

კომენტარები