არაფორმალური მმართველობა

გოგუაძე არაფორმალურ მმართველობაზე: გადაწყვეტილებებს ჩემი პასუხისმგებლობით ვიღებდი

2011 წლიდან, საქართველოს კონსერვატიული პარტია არის ქართული ოცნების პარტნიორი პარტია და 2012 წლიდან, როდესაც ეს ალიანსი შედგა, ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი - საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის ემზადებოდა. არცერთ ეტაპზე, როდესაც მე ასეთ საპასუხისმგებლო პროცესებში ვიყავი ჩართული, არასდროს მქონია შეხება ბიძინა ივანიშვილთან, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შეხვედრას ძალიან ადრეულ ეტაპზე, როდესაც კოალიცია ყალიბდებოდა. ნებისმიერ დროს, როდესაც მეკავა კონკრეტული თანამდებობები, ვიყავი საკრებულოს თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, ვიღებდი გადაწყვეტილებას, როგორც იმ თანამდებობაზე მყოფ პირს შეეხებოდა, ჩემი პასუხისმგებლობით და, ბუნებრივია, ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებული მაქვს, საკუთარი პასუხისმგებლობით მაქვს მიღებული გადაწყვეტილება.

ქართული ოცნების საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი ნინო გოგუაძე ტაბულას კითხვაზე - აწუხებს თუ არა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა.

კომენტარები