არაფორმალური მმართველობა

ევროპარლამენტარი: ივანიშვილი ოლიგარქია, გაუმჭვირვალედ, კულუარებიდან მართავს ქვეყანას

[ბიძინა ივანიშვილი] ოლიგარქია, აბა, სხვა რა არის?! შემთხვევით პარტიასაც ხელმძღვანელობს, მაგრამ ისაა ადამიანი, რომელსაც ფულის გამო ძალიან დიდი გავლენა აქვს. მე პირადად საფრთხედ მიმაჩნია, როდესაც ადამიანს აქვს დიდი ფული და ამ ფულით სხვებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. 

ის ხელმძღვანელობს და მართავს პარტიას და ეს მმართველობა ბოლომდე გამჭვირვალე არ არის. ის განსაზღვრავს, ვინ იქნება მომავალი პრემიერმინისტრი, თუ კანდიდატი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისა. ის კულუარულად მართავს და ქაჩავს ძაფებს. 

მას არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია. დემოკრატიის უდიდესი პრობლემაა, როდესაც ვიღაც დიდი ფულითა და დიდი გავლენით ქვეყანას მართავს. მე ვფიქრობ, ბევრად უფრო კარგი იქნება, პოლიტიკა და ბიზნესი არ იყოს გაერთიანებული ერთ პიროვნებაში, უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან

ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა, ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ირაკლი აბსანძის კვირის ინტერვიუში ისაუბრა.

კომენტარები