არჩევნები 2016

ქანთარია: ენმ-ს ერთადერთი გზა დარჩა - სიტუაცია დაძაბოს და გადაიტანოს ქაოსში

ნაციონალურ მოძრაობას ერთადერთი გზა აქვს დარჩენილი იმისთვის, რომ როგორმე სახელისუფლებო დერეფნებში თავი შეყოს - არჩევნების შემდეგ ან არჩევნების დღეს სიტუაცია დაძაბონ, გადაიტანონ ქაოსში და მაიდანის მსგავს მცდელობებს მიმართონ. მაგრამ არ გამოუვათ, რადგან სხვა ხელისუფლებაა, ძლიერია დღეს ხელისუფლება, ეს ამბავი მათ ჩაეშლებათ. არც მგონია, რომ შიგნით იყოს ძალიან ბევრი ხალხი, ვისაც ეს სურვილი აქვს, კარგად იციან, რომ ორი თავი მართლა არავის აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ოდესიდან დაჟინებული ყიჟინა მიდის, რომ ეს მათ აუცილებლად უნდა გააკეთონ და ვნახოთ, ინფორმაციები არის, თუ ეს გახდება ხელშესახები, იქ კანონი ჩაერევა მთელი თავისი სიმკაცრით.

ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია შს მინისტრის განცხადებაზე, რომ "რიგი პარტიები" საარჩევნოდ პროვოკაციებს აპირებენ.

კომენტარები