ისრაელი-სირია

ისრაელის არმია სირიის მიერ მათი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას უარყოფს

Getty Images

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიელმა სამხედროებმა ისრაელის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ინფორმაციას სირიული სამთავრობო მედია ავრცელებდა, მათი ცნობით, სირია-ისრაელის საზღვრის სიახლოვეს სამხედროებმა ისრაელის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ისრაელის თავდაცვის ძალები კი აცხადებენ, რომ გოლანის მაღლობებზე ჭურვის აფეთქების შემდეგ ისრაელის თვითმფრინავებმა სირიის არმიის პოზიციებზე იერიში მიიტანეს, რის შემდეგაც ბაზაზე დაბრუნდნენ. ამასთანავე, ისინი ადასტურებენ, რომ სირიელმა სამხედროებმა თვითმფრინავების მიმართულებით მიწა-ჰაერის კლასის რაკეტები გაუშვეს, თუმცა ხაზგასმით ამბობენ, რომ მათი სამხედრო თვითმფრინავები არ დაზიანებულა.

კომენტარები