შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ჩოჩელზე საუბრისას ჟურნალისტის გადაცდომას გადავყევი

ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს სამეგრელოში ჟურნალისტმა დამისვა შეკითხვა და შეკითხვაშივე იყო ცდომილება, როდესაც მან მკითხა ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წვერებზე, რომლებიც გადმოვიდნენ და დღეს ქართული ოცნების წევრები არიან - მაჟორიტარები და იქ შემთხვევით ცეზარ ჩოჩელზე იყო საუბარი. მე ჟურნალისტის გადაცდომას გადავყევი, როდესაც ვთქვი, რომ მაჟორიტარები გადმოვიდნენ და თავიანთი თავი თვითონ შექმნეს. ამ დროს, იმათ სიაში, ვინც პარლამენტში შევიდა ენმ-ის დროს და როგორც კი დამთავრდა არჩევნები, გადმოვიდა ქართული ოცნების მხარეს, ჩოჩელი სულაც არ ყოფილა. ჩოჩელი არ ყოფილა იმ ჯგუფში, მომივიდა გადაცდომა. ჩოჩელი ყოფილა გუბერნატორი. მას საერთოდ არ ვიცნობ და ზედმეტი დახასიათება გამომივიდა, რაზეც ძალიან მძიმე საყვედური მივიღე მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატისგან, დიმიტრი ხუნდაძისგან. ბოდიშიც მოვუხადე, რამეთუ მართლა შემეშალა. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე. ის ამჟამად ქუთაისში იმყოფება.

კომენტარები