რუსთავი 2-ის საქმე

გიგაური რ2-ის საქმეზე: მნიშვნელოვანი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე არ ჩატარდეს

იმის გამო, რომ ამდენი კითხვის ნიშანი არსებობდა რუსთავი 2-ის პროცესთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე არ ჩატარდეს ეს სხდომა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები და მტკიცებულებები, რათა არ გაჩნდეს ამ პროცესთან დაკავშირებით დამატებითი კითხვის ნიშნები. იმედი გვაქვს, რომ ამ ყველაფერს უზენაესი სასამართლო გაითვალისწინებს.

"საერთაშორისო გამშვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრობს. გუშინ, 9 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საჩივარი დასაშვებად ცნო. ტელეკომპანია ასაჩივრებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა.

კომენტარები