საპოლიციო კონტროლი

შსს: საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდარღვევები გამოვლინდა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6-8 სექტემბერს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა 1357 ფაქტი და 170 სისხლის სამართლის დანაშაული გამოავლინეს. მათ შორის:

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) - 59 ფაქტი;

ქურდობის (სსკ-ის 177-ე მუხლი) – 20 ფაქტი;

ოჯახური ძალადობის (სსკ-ის 126 პრიმა მუხლი) - 4 ფაქტი;

ცემის (სსკ-ის 125-ე მუხლი) – 2 ფაქტი;

ძალადობის (სსკ-ის 126-ე მუხლი) – 2 ფაქტი;

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლი) – 50 ფაქტი;

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ის 353-ე მუხლი) – 1 ფაქტი.

საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1357 შემთხვევა, მათ შორის:

ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) - 50 ფაქტი;

დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) - 31 ფაქტი;

ცივი იარაღის ტარების (ასკ-ის 181 პრიმა მუხლი) – 29 ფაქტი.

უწყების ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული სახის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 4 ავტომატი, 12 პისტოლეტი, 2 რევოლვერი, 2 შაშხანა, 12 გადაჭრილი სანადირო თოფი, 8 სანადირო თოფი, 1 შაშხანად გადაკეთებული პნევმატური თოფი და სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები.

შსს-ში აცხადებენ, რომ სამართლდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური საპოლიციო კონტროლი "დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელა".

"საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 31, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 30 პირი დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები