აშშ-საქართველო

პრემიერი: არჩევნების შემდეგ, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე იქნება

http://greece.mfa.gov.ge/

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება. ევროინტეგრაციის კომისიის სხდომაზე კვირიკაშვილმა თქვა, რომ არჩილ გეგეშიძეს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე შეცვლის.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ დავით ბაქრაძე ქართული ოცნების საარჩევნო სიაში არ არის.

კომენტარები