შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: მარგველაშვილმა თავი გაინულა

რესპუბლიკურ პარტიას არ აქვს ინტელექტუალური რესურსი იმაზე მეტი, რომ სახელმწიფოზე იფიქრონ. მთელს რესურსს ახმარენ საკუთარ პარტიას. კარგი მაგალითი მათთვისვე საჩვენებლად - როდესაც მარგველაშვილი გამოვიდა ოფისიდან და შევიდა სააკაშვილის სასახლეში, სანამ ტელევიზიით გამოვიდოდი, უსუფაშვილს შევხვდი და მას არგუმენტიც არ დარჩა, რომ გარდა კრიტიკისა, არ შეიძლებოდა ამის ასე გაშვება. უნდა გვეთქვა, რაც სწორია, რომ ის კაცი უკანონოდ შევიდა ამ სასახლეში და იყენებს 6-ჯერ მეტ სასახლეს, რაც არ სჭირდება და წელიწადში ხარჯავს 10 მილიონს დამატებით მოსახლეობის ფულს. ამაზე, მიუხედავად იმისა, რომ არგუმენტი არ დარჩა უსუფაშვილს, გამოვიდა საჯაროდ, გააპრავა - იმიტომ, რომ ეძებდა დამატებით რესურსს მარგველაშვილის სახით. რა მიიღო, ვნახეთ პრინციპში. ამით დათვური სამსახური გაუწიეს. პრაქტიკულად, მარგველაშვილმა თავი გაინულა, როგორც პოლიტიკოსმა. დავით ბერძენიშვილი ამბობდა, რომ არ უნდოდა დაეკნინებინა პრეზიდენტის ინსტიტუტი, ამაყობდა ამით. ეს აბსურდია. მე პირიქით მგონია, გასაძლიერებლად უნდა მიანიშნო პრეზიდენტს. მარგველაშვილს თვითონ ვერ გაურკვევია, რა უნდა. ამათაც ვერ დაეხმარა.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", GDS-ის ეთერში. ის ამჯერად სამეგრელოშია.

კომენტარები