აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცნობით, იემენში აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაჯგუფების „ალ-კაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე" 13 წევრის ლიკვიდირება მოხდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტერორისტების წინააღმდეგ სამი კონტრტერორისტული სპეცოპერაცია 24 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მიმდინარეობდა.
აშშ ტერორისტულ დაჯგუფებას იემენის სამოქალაქო ომით გამოწვეული არეულობით სარგებლობასა და თავდასხმების ორგანიზებაში ადანაშაულებს.
გაეროს მონაცემებით, იემენში 2015 წლის მარტიდან მიმდინარე სამოქალაქო ომს 6600 ადამიანი ემსხვერპლა, 3 მილიონ მოქალაქეს კი საკუთარი სახლის მიტოვება მოუწია.