საკონსტიტუციო სასამართლო

რ2: საკონსტიტუციოს მოსამართლე ბათუმის ნაცვლად თბილისშია და ძაღლს ასეირნებს

ოთარ სიჭინავა
საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოში 15:00 საათზე ჩანიშნული სხდომა, რომელზეც ე.წ. კაბელებისა და გიგი უგულავას გაერთიანებული საქმე უნდა განიხილონ, შესაძლოა, ჩაიშალოს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მოსამართლე ოთარ სიჭინავა თბილისშია. ტელეკომპანიამ ის მაშინ გადაიღო, როდესაც ძაღლს ასეირნებდა. სიჭინავას თქმით, სასამართლო განცხადებას გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ სხდომის ჩასატარებლად აუცილებელია მინიმუმ 6 მოსამართლის გამოცხადება. რუსთავი 2-ის ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეორე კოლეგიიდან სხდომას შესაძლოა, არცერთი მოსამართლე არ დაესწროს.

კომენტარები