შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: საუბედუროდ, მხოლოდ ქართულ ოცნებას შეუძლია სტანდარტებით მართვა

ქართული ოცნება არ არის ჩემთვის დოგმა და რაღაც პარტია, რომელზეც მე ვოცნებობ და მხოლოდ მას ვუყურებ მუხლებში, ის არის დღეს საუბედუროდ ერთადერთი, ვისაც შეუძლია ქვეყნის იმ სტანდარტებით მართვა და ამიტომაც ვუჭერ მხარს. თუ ქართული ოცნება, ისევე როგორც სააკაშვილი, თავის დროზე ბევრ რაღაცაში მადლობას მიხდიდა და ვეუბნებოდი - "მადლობას ნუ მიხდი, მე ამას საშენოდ არ ვაკეთებ, სანამ შენ ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლოდ იქცევი, სანამ პოზიტიურად მიგყავს ქვეყანა, მე მხარს შეგიდგამ და დაგიდგები, თუ არა და, პირველი მე დაგიდგები წინ" და მოხდა საუბედუროდ, ეს ასე. ქართული ოცნება და კვირიკაშვილი დღეს ამას არანაირად არ იმსახურებს, მაგრამ ზოგადად შემიძლია, ვთქვა, თუ ეს სტანდარტები დაირღვევა, მე ძალიან ვამაყობ, რომ კარგი ანალიზი შემიძლია და შემიძლია, კრიტიკულად შევაფასო სიტუაცია და სხვაზე ადრე დავინახავ ან სხვასთან ერთად, პირველ რიგში დავინახავ, არ არსებობს, რომ ვინმე დავზოგო და არ გამოვიდე და არ ვთქვა. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", GDS-ის ეთერში.

კომენტარები