ტერორიზმი

იემენში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

იემენის ქალაქ ადენში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქებას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა.

აფეთქება სამხედრო საწვრთნელ ბაზასთან მოხდა. მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილ მთავრობასა და იემენელი ამბოხებულების 17-თვიანი ომის დასრულებას ხელს შეუშლის.

გაეროს ცნობით, ამ ომს 6600 ადამიანი ემსხვერპლა, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები. საცხოვრებელი ადგილის დატოვება კი 2.5 მილიონზე მეტ იემენელს მოუწია.

უცნობია, ამჯერად რომელი ტერორისტული დაჯგუფება დგას თავდასხმის უკან, თუმცა სამხრეთ იემენში მომხდარი ტერაქტების უკან, ხშირად ალ-კაიდა ან ე.წ. ისლამური სახელმწიფო დგას ხოლმე.

კომენტარები