აქტივისტების დაკავება

ფოთში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები დააკავეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, ალექსანდრე ადამია და მიხეილ ლუხავა ფოთში დააკავეს. 

ენმ-ის ინფორმაციით, აქტივისტები ნარკოლოგიურ შემოწმებაზე სენაკში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არცერთ მათგანს არ დაუდგინდა.

ენმ-ის ინფორმაციით, აქტივისტები უკვე 12 საათის განმავლობაში იმყოფებიან პოლიციის შენობაში.

დაკავებულებთან ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ბასილაია იმყოფება.

კომენტარები