აქტივისტების დაკავება

სირცხვილია: უკრაინის სოლიდარობის აქციის დასრულების შემდეგ 4 აქტივისტი დააკავეს

მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის დასრულების შემდეგ მათი 4 წევრი დააკავეს. 

"უკრაინის სოლიდარობის აქციის დასრულების შემდეგ სრულიად უმიზეზოდ დააკავეს მოძრაობის 4 წევრი: გიორგი მჟავანაძე, გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე და ზუკა ბერძენიშვილი".- აცხადეს სირცხვილია. 

პოლიციელის თქმით, ისინი "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო" დააკავეს. 

"გვესროლეს ტუალეტის ქაღალდები, პოლიციელებს მიაყენეს შეურაცხყოფა".- თქვა პოლიციელმა კითხვაზე თუ რატომ აკავებენ აქტივისტებს. 

აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობას ტუალეტის ქაღალდები ესროლეს. ისინი უკრაინაში ომში საქართველოს მთავრობის პოზიციას აპროტესტებდნენ. 

 

კომენტარები