ტერაქტი თურქეთში

თურქეთში ქორწილში მომხდარ ტერაქტს 50 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

თურქეთში, გაზიანთეფის პროვინციაში მომხდარი აფეთქების მსხვერპლი 50-მდე გაიზარდა. დაჭრილია 100-მდე ადამიანი. პრეზიდენტი ერდოღანი პასუხისმგებლობას ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს აკისრებს.

თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქურთულ ქორწილში აიფეთქა, რომელსაც სტუმრები ღია ცის ქვეშ აღნიშნავდნენ.

თურქული მედიის ცნობით, წყვილი ქორწინების აღსანიშნად გაზიანთეფში ქურთული ქალაქ სიირფიდან ჩამოვიდა, რათა ქურთი აჯანყებულებისა და უსაფრთხოების ძალების შეტაკებებისთვის აეცილებინათ თავი.

ვარაუდობენ, რომ ამავე ტერორისტს მაისში, ისლამური სახელმწიფოს მიერ მოწყობილ ტერაქტთანაც ქონდა კავშირი, რომელსაც ორი პოლიციელი ემსხვერპლა.

გაზიანთეფი სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს და მისი მოსახლეობის დიდ ნაწილს ქურთები შეადგენდნენ.

კომენტარები