ტერაქტი თურქეთში

საგარეო უწყება თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მომხდარი უკანასკნელი ტერაქტისას დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, გაზიანთეფში მომხდარ აფეთქებას 50 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი - დაშავდა.

უწყება მოუწოდებს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრისა და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან.

საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებს ცხელი ხაზის ნომრებზე: +90 533 690 30 40 (ანკარა), +90 541 326 22 26 (ტრაპიზონი), +90 541 818 44 00 (სტამბოლი).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი:

(+995 32) 294 50 50 - სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე,
(+995) 577 98 40 20 - 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის
განმავლობაში.

კომენტარები