ტერაქტი თურქეთში

ერდოღანი გაზიანთეფის ტერაქტზე: თვითმკვლელი 12-14 წლის იყო

Reuters

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, გუშინ გაზიანთეფის პროვინციაში თავი 12-14 წლის ბავშვმა აიფეთქა.

ერდოღანის თქმით, მტკიცებულებებით დგინდება, რომ ტერაქტის უკან ე.წ. ისლამური სახელმწიფო დგას. მისივე ინფორმაციით, აფეთქებას 51 ადამიანი ემსხვერპლა, 69 - დაშავდა.

თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქურთულ ქორწილში აიფეთქა, რომელსაც სტუმრები ღია ცის ქვეშ აღნიშნავდნენ.

გაზიანთეფი სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს და მოსახლეობის დიდი ნაწილი ქურთია. 

კომენტარები