ტერაქტი თურქეთში

AP: თურქეთში გალათასარაი-ფენერბახჩეს საფეხბურთო მატჩი საფრთხის გამო გადაიდო

Associated Press-ის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ გალათასარაი-ფენერბახჩეს საფეხბურთო მატჩი საფრთხის გამო გადადო. ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამ დროისთვის, თურქეთის რამდენიმე პროვინციაში 24-საათიანი კომენდანტის საათია გამოცხადებული. ქვეყანაში ანტიტერორისტული ოპერაცია ტარდება.

ამასთან, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი, რომელმაც გუშინ სტამბოლში 4 ადამიანი იმსხვერპლა, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ეკუთვნოდა. მას მეჰმეთ ოზთურქი ერქვა.

ტერაქტი გუშინ სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე მოხდა. დაშავდა 36 ადამიანი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

თურქეთში ტერორისტული აქტები გახშირებულია: გასულ კვირას ანკარაშიც მოხდა ტერაქტი, რომელმაც 37 ადამიანი იმსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთულმა სამხედრო დაჯგუფებამ TAK-მა აიღო; ტერაქტი მოხდა თებერვალშიც, რომელმაც 28 ადამიანი იმსხვერპლა; იანვარში 12 გერმანელი ტურისტი დაიღუპა თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად სტამბოლში; 2015 წლის ოქტომბერში ანკარაში 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა ორი თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქებამ.

კომენტარები