პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაზალეთში დაიწყო ახალგაზრდული წინასაარჩევნო კამპანია „შენი ხმა ჩვენი მომავალია“. მარგველაშვილის თქმით, კამპანიაში მონაწილე ახალგაზრდები შეეცდებიან, მოქალაქეები დაარწმუნონ, მივიდნენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
"ყველა მოქალაქე ვალდებულია, შექმნას თავისი სახელმწიფო, შექმნას და მონაწილეობა მიიღოს უმნიშვნელოვანეს გამოწვევებში. თქვენ ჩატარებთ კამპანიას და განსაკუთრებული იქნება ის, რომ თქვენ არ წახვალთ და არ სთხოვთ ხმას თქვენი პარტიისთვის, არც თქვენი პოლიტიკური ლიდერისთვის, არც თქვენი კანდიდატისთვის. თქვენ ხალხს სთხოვთ, რომ გამოვიდნენ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები შექმნან, როგორც საქართველოს მომავალი. თქვენ უნდა შეძლოთ, დაარწმუნოთ ადამიანები, რომ არჩევნებში ხმის მიცემა მათი ვალდებულებაა“,- მიმართა პრეზიდენტმა ახალგაზრდებს.





