ავტოავარია

ქართული ოცნების მიკროავტობუსი რაჭაში მოქალაქეებს დაეჯახა

რუსთავი 2

რუსთავი ორის ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელსაც ამბროლაურში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე ლენტეხიდან მხარდამჭერები გადაჰყავდა, ქუჩაში მყოფ მოქალაქეებს დაეჯახა. არიან დაშავებულები, მათი ნაწილი ცაგერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ქუთაისში კი გადაიყვანეს სოფელ ალპანის რწმუნებული, რომელიც ინციდენტის დროს დაშავდა.

ქართულ ოცნებაში ავტოსაგზაო შემთხვევას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დაშავებულები პარტიის მხარდამჭერები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. წინასწარი მონაცემებით, მძღოლმა მუხრუჭი ვერ დაიმორჩილა.

კომენტარები