ქორწინების თანასწორობა

პრეზიდენტმა ქორწინების რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ქორწინების რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვა.

მარგველაშვილის თქმით, მაშინ, როცა საქართველოს 20 % ოკუპირებულია, რეფერენდუმის ჩატარება ოკუპანტს დამატებით სამართლებრივ არგუმენტებს აძლევს.

"მე, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, ვალდებული ვარ, პირველ რიგში დავიცვა ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი. მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოდან რუსეთს საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორია აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ამ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტებს აძლევს ოკუპანტს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციური ცვლილების მიღების სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი კანონი პარლამენტმა უნდა განიხილოს.

"თუკი არსებობს ასეთი სურვილი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ იქნას კონსტიტუციური ცვლილება, შესაბამისი კანონი უნდა განიხილოს პარლამენტმა", - განაცხადა მარგველაშვილმა.  

კომენტარები