ტურიზმი

ათი ქვეყანა, რომლიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოდის

ბათუმი
georgia.travel

2016 წლის შვიდ თვეში საქართველოში 3.4 მილიონზე მეტი უცხოეთის მოქალაქე იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით მეტია. ქვეყნების მიხედვით მოწინავე ადგილებს რეგიონის ქვეყნები იკავებენ. წელს განსაკუთრებით მაღალი ტემპით გაიზარდა ირანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რაც საქართველოს მიერ სავიზო რეგულაციების გაუქმებას უკავშირდება. ასევე მაღალი ტემპით იზრდება ისრაელიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა. წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, ტურისტებმა საქართველოში $354 მილიონი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით მეტია.

ათი ქვეყანა, რომლიდანაც წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

  1. აზერბაიჯანი - 0.85 მილიონი, ზრდა +15%
  2. თურქეთი - 0.77 მილიონი, ზრდა +1.5%
  3. სომხეთი - 0.71 მილიონი, კლება -0.8%
  4. რუსეთი - 0.53 მილიონი, ზრდა +10.3%
  5. უკრაინა - 92 ათასი, ზრდა +24.3%
  6. ირანი - 61 ათასი, ზრდა +82%
  7. ისრაელი - 46 ათასი, ზრდა +69%
  8. ყაზახეთი - 27 ათასი, ზრდა +35%
  9. პოლონეთი - 23 ათასი, ზრდა +5%
  10. გერმანია - 20 ათასი, ზრდა +4%

2007-დან 2013 წლის ჩათვლით ტურიზმის ზრდა საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი - 56%-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი - მხოლოდ 2.3%. ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა 2015 წელს და ის 7% გახდა, 2016 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით კი ისევ ორნიშნიან ნიშნულს დაუბრუნდა და 11% გახდა. 

კომენტარები