ქორწინების თანასწორობა

მენაბდე რეფერენდუმზე: ეს არის წინასაარჩევნოდ ხმების კონსოლიდირების მცდელობა

ეს არის წინასაარჩევნოდ, სიძულვილის საფუძველზე, ხმების კონსოლიდირების მცდელობა. ძალიან ბევრჯერ ვნახეთ ჩვენ, რომ ეს არ მუშაობს. მაგრამ სამწუხარო არის ის, რომ ეს ხელს უწყობს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირების სტიგმატიზებას და ახალისებს მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. ცხადია, ეს მიუღებელია და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა არ უნდა დანიშნოს რეფერენდუმი.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ქორწინების შესახებ რეფერენდუმზე. ცნობისთვის, რეფერედუმის დანიშვნის თხოვნით პრეზიდენტს ცესკომ 2 აგვისტოს მიმართა.

კომენტარები