ქორწინების თანასწორობა

რატიანი რეფერენდუმზე: ქორწინების თემით ცდილობენ, გადაფარონ ეკონომიკური კრიზისი

ეს არის რუსული ნარატივი და ანტიდასავლური ნარატივი, თითქოს ვიღაცა რაღაცას გვაძალებს და სრულიად მდარე ხარისხის თემა. მეორე, ეს არის გათვლილი იმაზე, რომ ქართულ ოცნებას არანაირი გეგმა არ აქვს, არაფერი აქვს შესათავაზებელი ხალხისთვის და ამ თემით ცდილობენ გადაფარონ უმუშევრობა, სიღატაკე და ეკონომიკური კრიზისი.

ენმ-ის წევრი სერგო რატიანი ქორწინების შესახებ რეფერენდუმზე. ცნობისთვის, რეფერენდუმის დანიშვნის თხოვნით პრეზიდენტს ცესკომ 2 აგვისტოს მიმართა.

კომენტარები