კრიმინალი

წალკაში ერთი ადამიანი მოკლეს, ხოლო მეორე - დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

წალკის რაიონში ერთი ადამიანი მოკლეს, ხოლო მეორე - დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით დაიწყო, ხოლო მეორე პირის მიმართ - 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა).

კომენტარები