საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოში უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა გადაიდო

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა პლენუმის შემადგენლობის კვორუმის არარასებობის გამო გადაიდო. 9 მოსამართლიდან, სხდომაზე მხოლოდ 4 გამოცხადდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, მხარეებს სარჩელების განხილვის თარიღის თაობაზე დამატებით ეცნობებათ.

საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე - ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე და ოთარ სიჭინავა დღეს სხდომაზე არ მივიდნენ. მიზეზად კი, თბილისში, დიპლომატებთან დაგეგმილი შეხვედრა დაასახელეს. 

კომენტარები