ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, 29% ელის რუსეთისგან მეტი სარგებლის მიღებას.
ეს მაჩვენებელი, წინა კვლევასთან შედარებით, უმნიშვნელოდაა შეცვლილი და ცდომილების ზღვარშია.
კვლევის თანახმად, ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებიდან მეტ სარგებელს ახალგაზრდები ელიან.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.





