NDI-ის კვლევა

NDI: 2012-ის არჩევნების შემდეგ უარესად ვართ - 32%, უკეთესად - 17%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ფიქრობს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ის და მისი ოჯახი უარესადაა, 51% - მდგომარება არ შეცვლილა, ხოლო 17% - უკეთესად.

2016 წლის მარტის კვლევაში 42% უარესად გრძნობდა თავს, 10% უკეთესად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები