NDI-ის კვლევა

NDI: გადაუწყვეტლების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ "საქართველო საერთოდ არ იცვლება"

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხულთა 33% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 25% ფიქრობს, რომ სწორი მიმართულებით. 34% თვლის, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. 2013 წლის ნოემბერში გამოკითხულთა 9 % ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, 2016 წლის მარტში 39%.

2016 წლის მარტის კვლევასთან შედარებით კი, 5 პუნქტითაა გაზრდილი მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება, ხოლო 6 ერთეულითაა შემცირებული, ვინც მიიჩნევს, რომ არასწორად ვითარდება.

"სწორი მიმართულებით" პასუხის გაცემისას, გადაწყვეტილ ამომრჩეველთა რიცხვი აღემატება გადაუწყვეტელს, "არასწორი მიმართულებით განვითარებაზე" მათი პასუხი დაახლოებით თანაბარია(33%-34%). გადაუწყვეტელის რაოდენობა აღემატება გადაწყვეტილს პასუხზე "საქართველო საერთოდ არ იცვლება".

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები