თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

ოპერის თეატრის დასის ნაწილი სამხატვრო ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვს

ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის ნაწილი დღეს, 13:00 საათზე კულტურის სამინისტროსთან აქციას გამართავს და სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის გადაყენებას მოითხოვს. დასის წევრები, თეატრში რეპერტუარის სიმცირეზე, "თეატრის იურიდიულ კანტორად გადაკეთებაზე", დაუმთავრებელ შინაგანაწესზე, "დასში განხეთქილებასა" და ფინანსურ დარღვევებზე საუბრობენ. ასევე აბრალებენ სპონსორების მიერ გადაცემული პროდუქციის გაყიდვას. ისინი სამინისტროსგან გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას ელიან. მათი თქმით, მოთხოვნას 200-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი და ის უნდა დაკმაყოფილდეს.

თავად დავით კინწურაშვილმა გუშინ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და ბრალდებებს უპასუხა. კონკრეტულად ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით კი თქვა, რომ ფინანსურ საქმიანობას თეატრის დირექტორი აგვარებდა და გადაწყვეტილებები მასთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც კინწურაშვილი წერს, დირექტორის გადაყენების რეკომენდაციით მან სამინისტროს მიმართა.

ტაბულასთან საუბარში კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ აქციების აუცილებლობა არ არის და მხარეების წერილობით არგუმენტაციას ეცნობა.

კომენტარები