თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

გიორგაძე ოპერის თეატრის გახსნაზე: აჟიოტაჟი ცოტა ხელოვნურად იყო შექმნილი

მე კარგად ვიცი, რომ მედიის კრიტიკა სახიფათო საქმეა. ამას არ ვაპირებ, თუმცა ძვირფასო მეგობრებო, ნამდვილად ჩემს გაკვირვებას ვერ დავმალავ იმასთან დაკავშირებით, რომ აჟიოტაჟი ამ საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ, ცოტა ხელოვნურად იყო შექმნილი. ის, რომ გარკვეულ ღონისძიებებზე მოსაწვევებით პატიჟებენ ადამიანებს, ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა... სწორედ იმიტომ, რომ ინტერესი მოსალოდნელი იყო საზოგადოებაში, რამდენიმე საპრემიერო დღეა როგორც ოპერის, ისე ბალეტის ნაწილში.

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე 30 იანვარს ოპერისა და თეატრის გახსნის შესახებ. ცნობილია, რომ გახსნაზე დასწრებას მხოლოდ მიწვეული პირები შეძლებენ. ოპერის ხელმძღვანელის თქმით, " ჩვენ მაქსიმალური აქცენტი გავაკეთეთ საზოგადო მოღვაწეებზე თეატრალური მიმართულებით და იმ ადამიანებზე, ვინც ღირსია, რომ ეს დღე ნახოს".

კომენტარები