ფრანსუა ოლანდი

საფრანგეთის პრეზიდენტის სტილისტის თვიური ხელფასი 10 000 ევროა

ფრანსუა ოლანდი
Reuters

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პირადი სტილისტის თვიური ხელფასი 10 000 ევროა. ეს თანხა კი მას ბიუჯეტიდან ერიცხება.

ფრანსუა ოლანდის პრესსპიკერის თქმით, ამ ოდენობის თანხა მისაღებია იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტთან მუშაობისთვის სტილისტს საკუთარი სალონის დახურვა მოუხდა.

"მესმის კითხვები. მესმის, რომ ამას განიხილავენ. ყველა იჭრის თმას. ამ სტილისტს საკუთარი სალონის დახურვა მოუხდა. ის 24 საათის განმავლობაში მუშაობს", - თქვა ოლანდის პრესსპიკერმა.

კომენტარები