ფრანსუა ოლანდი

ფრანსუა ოლანდის მფლობელობაში მდიდრული ვილები აღმოჩნდა

Official Journal - ში 11 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის ახლად  არჩეული სოციალისტი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, სამი ფეშენებელური სახლის მფლობელია.

ოლანდი ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზისა და მის  მეუღლე კარლა ბრუნის ხშირად აკრიტიკებდა მდიდრული ცხოვრების წესის გამო . გამოაშკარავებული ინფორმაციის თანახმად საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი თავის შეყვარებულ ვალერია ტრიერვეილერთან ერთად, პარიზის გარეუბანში მდებარე ფეშენებელური ბინის  მეპატრონე აღმოჩნდა. ოლანდის საკუთრებაა კანის გარეუბანში მდებარე მდიდრული ვილაც,  რომელიც ადრე ცნობილ მხატვარ პაბლო პიკასოს ეკუთვნოდა.

Official Journal - ის თანახმად, კანში მდებარე ვილის ღირებულება 800 ათას ევროს  შეადგენს, რომლიდანაც რამოდენიმე წუთით სავალზე კანის სანაპიროსთან განლაგებული მისი ორი სახლი 230 ათას და 140 ათას ევროდ ფასდება.

ფრანსუა ონალდი თავისი ხელფასის 30% მდე შემცირებას აპირებს, რაც მის ოფიციალურ ანაზღაურებას წელიწადში 156 ათას ევრომდე დაწევს.

 

კომენტარები