რუსთავი 2-ის საქმე

პრეზიდენტი: თავისუფალი მედია ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების კონტექსტში

ჩემი პასუხი თქვენთვისაც, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც რუსთავი ორზე კითხვას მისვამს და ძირითადად, ეს არიან დიპლომატები, ჩემი კოლეგები სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქებში, ასევე, ქართველი მსმენელისთვისაც არის ეს - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი მედია. ამასთანავე, ეს ფენომენი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების კონტექსტში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰყავდეს თავისუფალი სასამართლო, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას თავისი შინაგანი რწმენის და კანონის საფუძველზე. და ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაცული იქნას საკუთრების უფლება. ეს თეზები ერთმანეთის გამომრიცხავი არ არის, პირიქით, ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ამ თეზებმა შეავსოს ერთმანეთი, ერთი მთლიანობა იყოს, რაც გააძლიერებს ქართულ დემოკრატიას, რაც მთავარია, 2016 წლის არჩევნებს მისცემს იმ მნიშვნელოვან ლეგიტიმაციას და ეს იქნება ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს, და განსაზღვრავს ასევე საქართველოს დემოკრატიულ მომავალს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემა არჩევანში.

კომენტარები