სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

თურქეთი - აჯანყებაში მონაწილეობისთვის 278 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

AFP

სტამბოლის სასამართლომ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის 278 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ შორისაა 13 მაღალი რანგის სამხედრო, რომელთაც ბრალად "მთავრობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული" და "შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა" ედებათ. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს.

სტამბოლის პროკურატურის ინფორმაციით, 900-ზე მეტი ეჭვმიტანილის დაკითხვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

გარდა ამისა, რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ორი მფრინავი, რომლებმაც 2015 წელს რუსული ბომბდამშენი Su-24 ჩამოაგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პილოტები, სავარაუდოდ, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ.

ცნობისათვის, 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო თურქეთმა 6 000 ადამიანი დააკავა. ამასთან, თანამდებობიდან გაათავისუფლეს მაღალი რანგის სამხედროები და 2 700 მოსამართლე. გადატრიალების მცდელობას 265 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები