სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

შარაშენიძე: თუ არეულობა არ დამთავრდა, თურქეთი პირველ რიგში თვითონ დაზიანდება

ვერაფერს ვერ იზამს დასავლეთი, ამერიკა, დააკვირდება ალბათ შორიდან. რა უნდა ქნას, ვერ ჩაერევა. ნებისმიერი ჩარევა თურქების მიერ აღქმული იქნება, როგორც მათი შეურაცხყოფა. ახლა NATO და ამერიკა უფროა დამოკიდებული თურქეთზე, ვიდრე თურქეთი მათზე. თუმცა, თურქეთი პირველ რიგში თავის თავს დაიზიანებს, თუ ეს არეულობა არ დასრულდა. რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება ამერიკელი სამხედროები საქმის კურსში ყოფილიყვნენ, არამგონია. როცა მსგავს შეთქმულებაზე მიდიხარ, ცდილობ, რომ არ გააგებინო მაქსიმალურად არავის, მითუმეტეს უცხოელებს. 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძე თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები