არჩევნები 2016

სახელმწიფო ხალხისთვის: პოლიტიკურ პარტიებზე კვლევა ჩვენ არ გვეკუთვნის

facebook.com/stateforpeople

მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" უარყოფს პოლიტიკური პარტიების შესახებ კვლევის ავთენტურობას. პარტიის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ გავრცელებული კვლევა მათ არ ეკუთვნით.

"ეს არ არის ჩვენი კვლევა, ჩვენთან არაფერი საერთო არ აქვს. ჩვენ არ ვატარებთ ასეთ კვლევებს - ვის რამდენი პროცენტი აქვს. წარმოდგენა არ გვაქვს, საიდან არის ეს კვლევები", - უთხრა ტაბულას პრესსამსახურის წარმომადგენელმა ლევან ტაბიძემ.

GHN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური მოძრაობის პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის ჩატარებული კვლევის მიხედვით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პირველ ადგილზეა, ხოლო ქართული ოცნება - მეორეზე. კვლევის შედეგებით, პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს და მას რესპონდენტების 12% უჭერს მხარს. 

კომენტარები